სასწავლო პროექტი

რომელი საფეხბურთო კლუბი მოგწონთ?

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ინგლისის საფეხბურთო კლუბებს. გაიგონ რომელ გუნდში თამაშობდნენ ცნობილი ქართველი ფეხბურთელები და ნახონ თუ რა კვალი დატოვეს ამ გუნდების ისტორიაში.
პროექტის აქტუალობა:  მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარებათ აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აქტიურად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები ინტენსიურად ეძებენ იმფორმაციას ინტერნეტში, წერენ ელექტრონულ წერილებს და უზიარებენ ერთმენეთს მოპოვებულ ინფორმაციას.
ატარებენ გამოკითხვებს თავიანთ თანატოლებში და უფროსებში რომელი ინგლისური ჯგუფები მოსწონთ და რატომ?
მოსწავლეთა ასაკი: 16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეაგროვებენ ფოტო სურათებს საყვარელი გუნდის ფეხბურთელების, მაისურებს და საინტერესო სიმბოლოებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები, სხვადასხვა საფეხბურთო მატჩები, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა: ვაცნობ პროექტის თემას, და ვყოფ ორ ჯგუფად.
II აქტივობა: ვაძლევ დავალებას ჯგუფებს: 
1 ჯგუფს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია ”მანჩესტერის”, ,,ლივერპულის'', ,,ნიუკასლის'', ,,მანჩესტერ სიტის'' და ,,არსენალის'' შესახებ. 
მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას. (იხილეთ ქვემოთ)

2  ჯგუფს ევალება მოიძიონ ინფორმაცია  თუ რომელი ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებში და რა წარმატებებს მიაღწიეს იქ.
მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას (იხილეთ ქვემოთ)

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური ენა, ისტ-ი და სპორტი.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო ქუთათელაძე
ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა: ninoqutateladze27@gmail.com